სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საავტორო ქართული სასწავლო ცენტრი ბაგა-ბაღი "მაცაცერა"

მაცაცერას - მიზანია თავის საქმიანობა განახორციელოს სპეციალური საავტორო სასწავლო - აღმზრდელობით პროგრამის საფუძველზე. დააკმაყოფილოს ადრეული ასაკის ბავშვთა სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნები. მშვიდ, უსაფრთხო, აღმზრდელობით და სტიმულის მიმცემ გარემოში.

  • სასწავლო პროგრამა მოიცავს მრავალი სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. (იგეგმება გასვლები თოჯინების თეატრსა და ზოოპარკში.)
  • ბავშვები გაივლიან სკოლამდელი მომზადების ყველა ეტაპს.
  • შეისწავლიან თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურ და რუსულ ენებს. ასევე პროგრამა ითვალისწინებს გერმანული და ფრანგილი ენების შესწავლას. სერტიფიცირებულ მასწავლებლებთან ერთად, აუდიო და კომპიუტერილი მასალით კვირაში 2 ჯერ. (ენების შერჩევა ხდება მშობლის სურვიილის მიხედვით.)
  • პროგრამა მოიცავს გარე სამყაროს ყოველმხრივ შესწავლას. ითვალისწინებს პატარებს გაუიოლოს მშობლებთან დაშორება, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს პედაგოგებთან და თანატობლებთან, ეხმარება ბავშვს ჩამოაყალიბდეს დისციპლინებულ ინდივიდად.
  • გარდა ამისა ვოკალი, ქორეოგრაფია, შემოქმედებითი სამუშაოები, ხელგარჯილობა და ხატვა იძლევა შესაძლებლობას გამომჟღავნდეს ბავშვის შემოქმედების უნარი.